შაბათი 20, აპრილი 2019

"ივანიშვილი არც ხელმწიფეა და არც კანონი, ნუ ემსახურები!" - ნაციონალური მოძრაობის წევრი პოლიციელს

04, აპრილი 2018 12:42:00

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები, ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში,  გზაზე გადატანის დროს გაჭედილ ასწლოვან ევკალიპტის ხეს არ ატარებენ. მათ გზა გადაკეტეს და კომპანიას, რომელიც ხის ტრანსპორტირებას ახორციელებს, თხოვენ უკან წაიღოს ტვირთი, რადგან, პარტიის წევრების მტკიცებით, შესაბამისი დოკუმენტაცია და ნებართვა ხის გადატანაზე არ აქვთ. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც აქციის წევრებს გზის გათავისუფლებას სთხოვს. პარტიის წევრებს მათთან შელაპარაკება მოუვიდათ.

"ივანიშვილი არც ხელმწიფეა და არც კანონი, ნუ ემსახურები, შენი ვალია კანონი დაიცვა, მე კი გეუბნები, რომ ეს ხე მოპარულია, რადგან არ აქვთ გატანისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია. ამიტომ დააბრუნონ უნდა უკან, თქვენ ეს გევალებათ და არა ჩვენი შეჩერება. დაწერე ოქმი, მოახდინე რეაგირება. ჩვენ არ გავატანთ უკანონოდ ხეს აჭარიდან, იქნებ მიხვდეს ეს ოლიგარქი, რომ უკვე მეტისმეტია" - უთხრა პოლიციელს ელგუჯა ბაგრატიონმა.

ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ ხის ტრანსპორტირებას გზაზე სხვა ხეებმა შეუშალა ხელი და გზა ჩაიკეტა.  ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ხეების მოჭრა იგეგმება, რის უფლებასაც არ მისცემენ. 

აქციის მონაწილეები ელოდებიან, როდის წარმოადგენს კომპანია შესაბამის დოკუმენტაციას. 

1710

დღის ამბები