პარასკევი 19, ოქტომბერი 2018

ბათუმში მშენებლობაზე ტვირთამწეს ფოლადის ნაწილი მოტყდა

19, მარტი 2018 18:52:00

ბათუმში, მაღლივ კორპუსზე მიმაგრებულ ამწეს ფოლადის ნაწილი მოტყდა და ჩამოვარდა. სელიმ ხიმშიაშვილის და თაყაიშვილის ქუჩებს კვეთაში მშენებლობას შპს "ჩემი სახლი" ახორციელებს, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.  

თვითმხილველები ყვებიან, რომ ეზოში გაჩერებული ავტომობილების გაყვანა სთხოვეს.

კომპანიის იურისტის განცხადებით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა სამუშაოები სახლის სახურავზე მიმდინარეობდა. შემთხვევის დროს კი თანამშრომლები, რომლებსაც ამწის მართვა ევალებოდათ იქ იმყოფებოდნენ.  "ავარიული სიტუაციის შეფასებას ცდილობთ და ვარკვევთ რამ გამოიწვია ამწის დაზიანება" - აცხადებენ სამშენებლო კომპანიაში.  


დღის ამბები