კვირა 16, დეკემბერი 2018

თამარ ბაგრატიამ თანამდებობა დატოვა

14, მარტი 2018 21:15:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ თანამდებობა დატოვა. ბაგრატია სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს, სატელეფონო საუბრისას კი აღნიშნავს, რომ თანამდებობის დატოვების საფუძვლიანი მიზეზები აქვს, რაზეც საჯარო განცხადებას უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

ბაგრატია გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაახლოებით 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. შეგახსენებთ ცოტა ხნის წინ სააგენტოს ხელმძღვანელი უწყება გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანდა.

1036

დღის ამბები