სამშაბათი 25, სექტემბერი 2018

უმაღლეს საბჭოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატებს არჩევენ

14, მარტი 2018 21:25:00

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის მსურველთა სია აჭარის უმაღლეს საბჭოს უკვე გადაეგზავნა. დეპუტატები სავარაუდოდ კვირის ბოლომდე იმსჯელებენ და სხდომაზე გადაწყვეტენ ვის წარადგენენ პარლამენტში. წარმომადგენლობითმა ორგანომ კანდიდატი აჭარის კვოტისთვის უნდა შეარჩიოს, რომელიც საბოლოო მხარდაჭერის შემთხვევაში გიორგი კოხრეიძეს ჩაანაცვლებს. აჭარიდან კონკურსში ბესიკ ლილუაშვილი და ნათია სირაბიძე მონაწილეობენ.

უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები, ფიქრობენ რომ ლილუაშვილს აჭარის მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ლობირებს, სირაბიძეს კი მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. შეგახსენებთ სხვა სამუშაო გამოცდილებასთან ერთად, ორივე კანდიდატი მუშაობდა მთავრობის აპარატში. ამასთან დაკავშირებით კითხვები კანდიდატებს გასაუბრებაზეც დაუსვეს, სადაც მათ განაცხადეს რომ არ აქვთ წინასწარ გარანტია დაუჭერს თუ არა მხარს საბჭო. რა პასუხები აქვთ მმართველ გუნდში? 


დღის ამბები