შაბათი 26, მაისი 2018

მაჭახლისპირში ელექტროსადენების სახლებთან ახლოს გაყვანას აპროტესტებენ

13, მარტი 2018 21:15:00

სოფელ მაჭახლისპირის მკვიდრები, სახლებთან ახლოს ელექტრო-გადამცემი ბოძების და ელექტროსადენების განთავსებას აპროტესტებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სადენები დასაშვებ ნორმაზე ახლოსაა და გამოსხივების საშიშროება იქმნება.

მოსახლეობა კომპანიის წარმომადგენლებს მუშაობის საშუალებას არ აძლევს და პასუხებს ითხოვს. სადენების დასაშვებ ნორმაზე ახლოს არსებობის შემთხვევაში, რამდენიმე გარდაუვალ საფრთხეზე საუბრობს სპეციალისტი.

აჭარენერჯი 2007”-ში კი აცხადებენ, რომ ნებართვა 2013 წელს მიიღეს და სამუშაოებს კანონის დაცვით ახორციელებენ. თამუნა ხოზრევანიძე თემის დეტალებით.