სამშაბათი 25, სექტემბერი 2018

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში 4 ადგილია ვაკანტური, მათ შორის ერთი აჭარის კვოტაა

13, მარტი 2018 21:22:00

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში 4 ადგილია ვაკანტური, მათ შორის ერთი აჭარის კვოტაა. ამ პოზიციაზე ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით კანდიდატები არიან ბესიკ ლილუაშვილი და ნათია სირაბიძე.

ორივე მათგანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობდა, მათ აქვთ სხვა სამუშაო გამოცდილებაც, მათ შორის მედიაში მუშაობის. კანდიდატებმა კომისიას კონცეფცია წარუდგინეს, რის შემდეგაც კითხვებს უპასუხეს.

ორივე შემთხვევაში დაისვა კითხვა მთავრობაში მუშაობასთან დაკავშირებით - ხომ არ აქვთ წინასწარ მიღებული გარანტია რომ უმაღლესი საბჭო მხარს დაუჭერს?! საუბარი შეეხო შენობის საკითხს, რაზეც ნათია სირაბიძე ფიქრობს რომ არსებული შენობა მთავრობამ აჭარის ტელევიზიას უნდა გადაუფორმოს.

ლილუაშვილისთვის კი გაუგებარია რატომ მიმართავს ამ საკითხზე არხის ხელმძღვანელობა მთავრობას. არ გამორიცხავს მთავრობამ გადასცეს შენობა ტელევიზიას, თუმცა მიიჩნევს რომ უკეთესი იქნება ეს საკითხი საკუთარი ბიუჯეტით მოგვარდეს და თანხის დამატებაში არხმა ცენტრალური ბორდი დაარწმუნოს. აქვე გეტყვით რომ არხის ხელმძღვანელობამ ბორდს არაერთხელ, ბოლოს კი საკანონმდებლო ორგანოსაც მიმართა ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით და დასაბუთების ნაწილზეც არაერთხელ ისაუბრა ღიად და საჯაროდ.

კითხვებს უპასუხეს და საკუთარი პოზიცია წარადგინეს სხვა 12-მა კანდიდატმა, მათ შორის ზაზა შათირიშვილმა, რომელზეც ცოტა ხნის წინ ოპოზიცია წინასწარ გარიგებულ სქემაზე საუბრობდა. 


დღის ამბები