ორშაბათი 22, ოქტომბერი 2018

საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებები - შეფასებები

13, მარტი 2018 21:10:00

რუსეთის პასუხი საქართველოს და განცხადებების მორიგი რაუნდი ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდამდე 2 კვირით ადრე. მოსკოვი მიესალმება თბილისის მზაობას გამართოს პირდაპირი დიალოგი აფხაზეთთან და ცხინვალთან – რუსეთის საგარეო უწყების ამ განცხადებას საქართველოს ხელისუფლებაში პოლიტიკურ თარგმანს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ პრემიერის მიმართვაში არ იყო ნახსენები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, საუბარი იყო ხალხზე.

აფხაზები და ოსები ჟენევის დისკუსიებში ინდივიდუალური სტატუსით მონაწილეობენ. ამ ფორმატის შექმნის მთავარი მიზანი 2008 წლიდან დღემდე ძალის გამოუყენებლობაა, რაზეც საქართველომ 2010 წელს პირობა ცალმხრივად დადო და წლებია მსგავს ქმედებას ითხოვს რუსეთისგანაც.

ოკუპანტი რუსეთი კი დღემდე ცდილობს, და ეს პრინციპში ბოლო განცხადებიდანაც გამოჩნდა, საქართველომ მსგავსი მოლაპარაკება დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გამართოს. იმავეს ითხოვს და მსგავსი შინაარსის განაცხადა დღეს დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრმაც გაავრცელა.

სწორედ ამ კონტექსტის ხელშეწყობაში ადანაშაულებს ოპოზიცია ქვეყნის ხელისუფლებას და მიმართვის ავტორ გიორგი კვირიკაშვილს.