სამშაბათი 25, სექტემბერი 2018

სპორტი მთავარში

13, მარტი 2018 20:55:00

ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის წარდგენა გაიმართა დღეს თბილისში, 30 მარტს საქართველოს დედაქალაქი ევროპის ქალთა ჩემპიონატს უმასპინძლებს სწრაფ ჭადრაკში. მანამდე კი 16-28 მარტს ბათუმში ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება  რომელშიც მონაწილეობას  34 ქვეყნის 311 მოჭადრაკე მიიღებს. საქართველოს სახელით ევროპირველობაზე 30 სპორტსმენი წარდგება. ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა.

ჰარუ ბაშოს მესამე დღეს, ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე - ტოჩინოშინმა იაპონელი კოტოშიგიკუ დაამარცხა და ტურნირზე დადებითი ბალანსი აღიდგინა. ტოჩინოშინმა მეტოქე ტრადიციული ილეთით გადაიყვანა დოჰიოდან. ტურნირის მესამე დღის მონაცემებით, ქართველ ჩემპიონს 2 მოგება და ერთი მარცხი აქვს. მომდევნო ორთაბრძოლას ლევან გორგაძე ხვალ მესამე მაეგაშირა ტაკაკეიშოსთან გამართავს. 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 19 მარტიდან წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, თბილისში, ლიტვასთან და ესტონეთთან დაგეგმილი შეხვედრებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, ეს ბელგიის საფეხბურთო კლუბ "გენტის" 18 წლის შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე გახლავთ. ამ დროისთვის, ცნობილია კიდევ ათი ფეხბურთელის ვინაობა,რომელსაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს. საქართველოსა და ლიტვის საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა 24 მარტს ჩატარდება, ესტონეთს კი ვლადიმერ ვაისის გუნდი 27 მარტს უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 საათზე დაიწყება და გულშემატკივართათვის დასწრება თავისუფალია. მიმდინარე თვეში დაგეგმილი საერთაშორისო ამხანაგური მატჩები, უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია რომელიც სტარტს 6 სექტემბერს აიღებს. 

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ორი საპასუხო შეხვედრა გაიმართება.   „რომა“ საკუთარ კედლებში დონეცკის „შახტარს“ უმასპინძლებს, პირველ მატჩში პაოლო ფონსეკას გუნდმა მინიმალური სხვაობით 2:1 სძლია იტალიურ გრნადს, შესაბამისად რომაელებს დღეს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებათ. საინტერესო ბრძოლა გველის ოლდ ტრაფორდზე  სადაც  ჟოზე მაურინიოს „მანჩესტერ იუნაიტედი“  „სევილიას“ დაუხვდება. გუნდებს შორის პირველ შეხვედრაში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. მატჩები  23:45 საათზე დაიწყება. 

ინდიან უელსის მეთექვსმეტედფინალში ვაჟთა შორის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა სერბი ფილიპ კრაიანოვიჩი ორ სეტში 6:2 6:1 დაამარცხა და მარტივად მოიპოვა შემდეგ  ეტაპზე თამაში უფლება. მომდევნო ტურში შვეიცარიელის მეტოქე ფრანგი ჯერემი ჩარდი იქნება საინტერესო გამოდგა ამერიკელი დების ვენუს და სერენა ვილიამსების შეხვედრა, რომელიც უფროსი დის, ვენუსის გამარჯვებით დასრულდა 6:3 6:4. სულ დებ უილიამსებს შორის პროფესიონალურ ჩოგბურთში 1998 წლიდან მოყოლებული 29 შეხვდრაა გამართული, აქედამ 17 ჯერ გამარჯვება ვენუსს ერგო, რომელიც ამჯერადაც უკეთესი იყო და ინდიან ველსის მერვედფინალში ლატვიელ ანასტასია სევასტოვას შეხვდება.

873

დღის ამბები