პარასკევი 21, სექტემბერი 2018

''ზღვის ეშმაკი'' ჩაქვის აკვატორიაში იპოვეს

22, თებერვალი 2018 21:12:00

ოკეანის ბინადარი შავ ზღვაში  - “ზღვის ეშმაკი” აღმოაჩინეს სპეციალისტებმა ჩაქვის აკვატორიაში. ერთ-ერთი ვერსიით იშვიათი სახეობის თევზმა საქართველოში ხმელთაშუა ზღვის აუზიდან შემოაღწია. “ზღვის ეშმაკი” პირველად საქართველოში 1955 წელს ბათუმის მახლობლად იპოვეს, მისი ფიტული კი დღეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.