კვირა 16, დეკემბერი 2018

საციხურში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

20, თებერვალი 2018 21:43:00

ხულოში, სოფელ საციხურში, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი საღამოს საათებში გაუჩნდა. ხანძრის შედეგად მუშამბაძეების შვიდ წევრიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყვებიან, რომ  ცეცხლმა ხის საცხოვრებელი მთლიანად დაწვა, განადგურდა ოჯახის საყოფაცხოვრებო ნივთები. დაშავებულები არ არიან.

ამ წუთებში, ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები და  სასწრაფო სამედიცინოს ჯგუფები იმყოფებიან. მაშველებმა მხოლოდ დამხმარე ნაგებობების გადარჩენა შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე 188-ე მუხლით აღიძრა, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

 

foto: არქივი