ოთხშაბათი 20, ივნისი 2018

ხიდების რეაბილიტაცია

18, თებერვალი 2018 12:13:00

ქედის მერია ბაგირ ხიდების რეაბილიტაციას გეგმავს. პროექტის მიხედვით უნდა შეკეთდეს სოფლებ: არსენაულის, აქუცის, ბუჭიისა და ჭალახმელის საცალფეხო ხიდები. რეაბილიტაციის ფარგლებში  გამოიცვლება ხის ფიცრები და ბაგირები.

ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ ბიუჯეტში ცვლილების შედეგად კიდევ სხვა რამდენიმე ხიდის რეაბილიტაციაც მოხდეს. სამუშაოებისთვის 50 ათასი ლარია გათვალისწინებული.


დღის ამბები