პარასკევი 17, აგვისტო 2018

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება

14, თებერვალი 2018 21:12:00

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე მეწყრული პროცესების  გააქტიურების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის მოძრაობა დაშვებულია სოფ.კორტოხსა და სოფ. ბეღლეთზე  გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – ინფორმაცია ცოტა ხნის წინ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა.

634