ორშაბათი 19, თებერვალი 2018

ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა - აჭარის მუნიციპალიტეტების კვლევა

14, თებერვალი 2018 21:18:00

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით ბათუმის თვითმმართველობა მე-15-ე ადგილზეა. მესამე სექტორმა ის პარამეტრები შეამოწმა, რაც თვითმმართველობების ღიაობას და ანგარიშვალდებულებას ეხება.

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა – ამ მიმართულებით მონაცემების შეჯერების შედეგად დადგინდა, რომ ბათუმზე უფრო ღია საქართველოში 14 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაა. ანგარიშის მიხედვით გაცილებით რთული მდგომარეობაა ქობულეთში, რომელიც მე-60-ე ადგილს იკავებს, შუახევი კი 54-ს.

ემზარ დიასამიძე ცდილობდა დღეს, კვლევაში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად გაერკვია რატომ ვერ მოახერხა აჭარის 6 მუნიციპალიტეტიდან ვერცერთმა, მინიმუმ პირველ ათეულში მოხვედრა. თვითმმართველობების ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.