პარასკევი 17, აგვისტო 2018

ცვლილებები მართვის მოწმობის აღების წესში

14, თებერვალი 2018 21:40:00

მართვის მოწმობები 1 აპრილიდან ვადიანი ხდება. სხვადასხვა კატეგორიის მოწმობის მფლობელს მისი გამოცვლა 5 ან 15 წელიწადში ერთხელ მოუხდება, ამისთვის კი განმეორებითი გამოცდის ჩაბარება საჭირო არ იქნება.

ცვლილებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებით ხსნიან. კიდევ ერთი ცვლილებაა დაანონსებული 2020 წლისთვის, 2 წელიწადში მანქანების ძველი სანომრე ნიშნები სრულად აიკრძალება.

შეგახსენებთ, 2006 წლამდე გაცემულ მოწმობებს ვადა 2 თვეში ეწურება, მოწმობების გამოცვლა სავალდებულოა.