პარასკევი 17, აგვისტო 2018

საკრებულოს სხდომა ქედაში

13, თებერვალი 2018 21:13:00

8 საკითხი განიხილეს დღეს ქედის საკრებულოს დეპუტატებმა, საკრებულოს მორიგ სხდომაზე. დამტკიცდა გენდერულ საკითხებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით განსახორციელებელი პროგრამები – თუმცა ღონისძიებები ჯერ - ჯერობით მერიის ბიუჯეტში არაა გათვალსწინებული, სწორედ ამას ეხებოდა ოპოზიციის ერთ-ერთი შენიშნვა.

დღესვე გადაწყდა, რომ ქედის მერიის ნაცვლად კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს ა(ა)იპ-ი “კულტურის ცენტრი” და “სპორტსკოლა” უზრუნველყოფენ. სხდომის დასაწყისი და დიდი ნაწილი, საკრებულოს თავმჯდომარემ რეგლამენტის და სხდომათა დარბაზში ქცევის წესების დეპუტატებისთვის გაცნობას დაუთმო.