პარასკევი 19, ოქტომბერი 2018

უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარების ბიუროები

13, თებერვალი 2018 21:40:00

ილია ვერძაძე, მერაბ კარანაძე, გიორგი რომანაძე, ნუგზარ სურმანიძე, ხვიჩა შარაშიძე და ვახტანგ წულაძე – ეს 6 დეპუტატი უმაღლეს საბჭოში ხალხმა მაჟორიტარული არჩევნების გზით აირჩია. მაჟორიტარებს მუნიციპალიტეტებში ბიუროები აქვთ, სადაც ხალხთან კომუნიკაციის მიზნით წარმომადგენლები ჰყავთ დანიშნული. ასეთი სულ 8 ბიუროა.

ჯამური წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 90 ათასი ლარია, თანხა ძირითადად თანამშრომელთა ანაზღაურებაში იხარჯება. ბიუროების შექმნის მიზნად ხალხთან ახლო ურთიერთობას ასახელებენ, თუმცა შექმნისთანავე მესამე სექტორი შემდეგ შენიშნვას გამოთქვამდა – ამომრჩეველს დეპუტატების წარმომადგენლებთან შესახვედრად ბიუროებში მისვლა არ უნდა უხდებოდეთ და თავად მაჟორიტარები უნდა დადიოდნენ სოფლებში. ბიუროებისთვის გათვალისწინებული ხარჯი შემცირდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის მსგავსად, უმაღლესი საბჭო პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დაიწყებს, ამას კი კონსტიტუციის მოქმედი პროექტი არ ითვალისწინებს. 


დღის ამბები