ორშაბათი 19, თებერვალი 2018

სოფელ ბოძაურთან მეწყერი ჩამოწვა

13, თებერვალი 2018 20:51:00

სოფელ ბოძაურთან მთავარ საავტომობილო გზაზე 92-ე კმ-ზე მეწყერი ჩამოწვა. ხულოს მერის ინფორმაციით გზის ნაწილი დღის მეორე ნახევარში ჩამოიშალა, რის გამოც საგზაო მოძრაობა შეფერხებულია.

მოქალაქეები გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით შემოვლითი გზით, სოფელ კორტოხის გავლით გადაადგილდებიან. გოჩა მელაძის განცხადებით ადგილზე ტექნიკა მუშაობს, დილით კი სიტუაციას გეოლოგები შეისწავლიან და დაიწყება საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები.

283