ორშაბათი 19, თებერვალი 2018

ორი უცხო ენის სწავლება სკოლაში სავალდებულო იქნება

13, თებერვალი 2018 15:00:00

ორი უცხო ენის სწავლება სკოლაში კვლავ სავალდებულო იქნება. უწყებაში განმარტავენ, რომ მეორე სავალდებულო უცხო ენას მოსწავლე მე-5 კლასიდან სკოლის მიერ შეთავაზებული ენებიდან აირჩევს. ინგლისური ენა კი პირველი კლასიდან ისწავლება. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში უცხო ენების სწავლების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი დამკვიდრდება.

სამინისტრო განმარტავს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში, უცხო ენებს მომავალში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.
 

65