ორშაბათი 21, მაისი 2018

დაკვამლიანების გამო სასწავლო პროცესი შეწყდა

17, იანვარი 2018 15:10:00

ხუცუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა, მიზეზი გათბობის მილიდან შენობის დაკვამლიანება გახდა. უსაფრთხოების მიზნით სკოლიდან ბავშვები გაიყვანეს და სასწავლო პროცესი შეჩერდა. სკოლის დირექტორის განცხადებით,  სამაშველო სამსახურისგან 10 დღის წინ მიიღო რეკომენდაცია შეშის ღუმელის მილების გარეთ გატანასთან დაკავშირებით, სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია.

ქობულეთის რესურსცენტრის დირექტორის ცნობით,  სკოლა რეაბილიტაციას საჭიროებს, გამოსაცვლელია გათბობის სისტემაც. მადონა გოგიტიძის ინფორმაციით, ქობულეთში შეშის ღუმელით 13 სკოლა სარგებლობს.

4320