პარასკევი 22, ივნისი 2018

დროშის აღმართვის ცერემონია

14, იანვარი 2018 15:20:00

ქართული დროში დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები პრეზიდენტის სასახლიდან დილით 10 საათზე დაიწყო, სადაც გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს ეროვნული გმირების გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად, სახელმწიფო დროშის ეტალონი  აღმართა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, თავად პრეზიდენტის ინიციატივით დამზადდა.

დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა კახეთში, უჯარმის ციხეზე. საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბთან და ჰიმნთან ერთად, საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შემოიღეს, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ, 2004 წლის 14 იანვრიდან შევიდა ძალაში. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა

655

დღის ამბები