პარასკევი 22, ივნისი 2018

კალანდა

14, იანვარი 2018 15:05:00

ძველით ახალი წელი იზეიმეს გურიაში. დღესასწაულზე სოფელ დვაბზუში შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში და ოფიციალურმა პირებმა ის ტრადიციული რიტუალები გააცოცხლეს, რომელსაც კალანდას გურული ოჯახი ასრულებს. მომზადდა ტრადიციული კერძები.

ჩოხა-ახალუხში გამოწყობილმა მეკვლემ სტუმრებთან ერთად ჯერ საკალანდო ღვინო დააგემოვნა, შემდეგ ტრადიციისამებრ მარანი და საწნახელი მოინახულა. ბოლოს კი ხის სავსე გობით ოჯახში მოხარშული ღორის თავი, ტკბილეულობა, ჯანჯხუხა და ჩიჩილაკი შეიტანეს. დღესასწაულს გურიაში განსაკუთრებულად აღნიშნავენ, რადგან კალანდა სათავეს სწორედ გურიიდან იღებს.


დღის ამბები