პარასკევი 21, სექტემბერი 2018

დროშის აღმართვის ცერემონია

14, იანვარი 2018 12:40:00

14 იანვარი ქართული დროშის დღეა. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დროშის აღმართვის ცერემონია ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაიმართება. ღონისძიებები პრეზიდენტის სასახლიდან დილით 10 საათზე დაიწყო, სადაც გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს ეროვნული გმირების გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად, სახელმწიფო დროშის ეტალონი  აღმართა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, თავად პრეზიდენტის ინიციატივით დამზადდა.

დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა კახეთში, უჯარმის ციხეზე. საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბთან და ჰიმნთან ერთად, საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შემოიღეს, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ, 2004 წლის 14 იანვრიდან შევიდა ძალაში. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.

1093