პარასკევი 21, სექტემბერი 2018

შეღავათები მიწის რეგისტრაციისთვის

13, იანვარი 2018 12:15:00

ქედის მერია მიწების რეგისტრაციისთვის შეღავათებს დააწესებს.  მუნიციპალიტეტის  მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, მერია მოსახლეობასთან და საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან ერთად მოქალაქეებს მიწების მარტივად რეგისტრაციაში დაეხმარება. გარდა ამისა მოხდება საცხოვრებელი სახლების რეგისტრაცია, ვინაიდან, როგორც მერი განმარტავს, გაზიფიკაციის დასრულების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებული არაა ოჯახი აბონენტად ვერ აღირიცხება.

სამეურნეო ნაკვეთების რეგისტრაცია უფასოა. ფასიანია საცხოვრებელი სახლების რეგისტრაცია, თუმცა მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეღავათი გაეწევათ. ლევან გორგილაძის ინფორმაციით, მიწების რეგისტრაცია სრულად 2018 წლის ბოლომდე დასრულდება. მისივე თქმით, ქედაში მიწები მოსახლეობის 15 %-ს აქვს დარეგისტრირებული.