შაბათი 17, ნოემბერი 2018

სპორტი მთავარში

12, იანვარი 2018 21:08:00

დღეს თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის რიგით მეორე გათამაშება დაიწყო. პირველი სათამაშო დღე ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებიდან დაკომპლექტებულ ორ ქვეჯგუფს დაეთმო. მეოთხიდფინალში თბილისის ლოკომოტივმა ბოლნისის სიონს მოუგო, მეორე წყვილში კი თბილისის საბურთალომ თანაქალაქელ შევარდენს სძლია. კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობა ხვალ ა და ბ ჯგუფის მატჩებით გაირკვევა. ფინალი კი 14 იანვარს გაიმართება.  ამავე დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „ზამთრის თასისთვის“ ერთმანეთს უეფას, საქართველოს, უკრაინის, ესპანეთის, თურქეთისა და იტალიის ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან. ზამთრის თასის გამარჯვებულს 15 ათასი ლარი გადაეცემა, მეორეადგილოსანს - 10 ათასი, ხოლო მესამეადგილოსანს - 5. აღსანიშნავია რომ, ზამთრის თასს წელს 14-წლამდე გუნდები გაითამაშებენ. 

ხვალ სარაგბო კლუბი ბათუმი ევროპული რაგბის კონტინენტის ფარზე რუმინეთის ჩემპიონ ტიმიშოარა სარასენსთან პლეიოფის პირველ მატჩს გამართავს, ბათუმელები ამ მატჩს სამი ცვლილებით ხვდებიან, რაგბი არენაზე დღეს ჩატარებულ კაპიტნის ვარჯიშს ჩვენი კორესპოდენტი ლევან დევაძე დაესწრო. 

ესპანეთის თასზე გუშინ ყველა მეოთხედფინალსტის ვინაობა გაირკვა, კატალონიის ბარსელონამ საკუთარ მოედანზე ვიგოს სელტას დიდი ანგარიშით 5:0 სძლია. დუბლი ლეო მესიმ გაიფორმა, თითო გოლით ხორდი ალბა, ლუის სუარესი და ივან რაკიტიჩიც გამოირჩნენ. სევილიამ კადისი დაამარცხა 2:1. ესპანიოლმა კი სტუმრად ლევანტეს 0:2 სძლია. დღეს გამართული  კენჭისყრის შედეგად მეოთხიდფინალში გულშემატკივარი ბარსელონასა და ესპანოილის დერბის ნახავს. საინტერესო იქნება მადრიდის ატელტიკოს და სევილიას მატჩიც. მადრიდის რეალი უპირობო ფავორიტად ითვლება ლეგანესთან, მეოთხე წყვილში კი ვალენსია ალავესს შეხვდება. კოპა დელ რეის მეოთხედფინალის პირველი შეხვედრები 16-18 იანვარს გაიმართება.

1101

დღის ამბები