პარასკევი 16, ნოემბერი 2018

ელექტროენერგიის ვაუჩერი - ოპოზიციის მიმართვა და მთავრობის პასუხი

12, იანვარი 2018 18:01:00

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აჭარის მთავრობას მიმართავს, რომ  სოციალურად დაუცველ და სხვა კატეგორიის  მქონე ოჯახებს, კომუნალური ვაუჩერით დაეხმარონ.  გია აბულაძის განცხადებით,  მთავრობას ყოველწლიურად ნაშთის სახით ბიუჯეტში 100 მილიონ ლარამდე რჩება, რაც  მისი თქმით, საკმარისია იმისთვის, რომ 300 ლარიანი ვაუჩერი გაიცეს. პარტია მოსახლეობასთან ერთად ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს, რათა ინიციატივა მთავრობას წერილობით წარედგინოს.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას  მთავრობის თავმდჯომარემ უპასუხა. ზურაბ პატარაძის თქმით სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დახმარება  მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. რაც შეეხება ინიციატივას ამბობს, რომ იგი დოკუმენტს გაეცნობა

1386

დღის ამბები