შაბათი 22, სექტემბერი 2018

''ბათუმის წყალი'' - ''ახალსოფელში ონკანის წყლის დალევა არ შეიძლება''

12, იანვარი 2018 17:42:00

კომპანია ‘’ბათუმის წყალი’’ სოფელ ახალსოფლის მოსახლეობას მოუწოდებს, იანვრის ბოლომდე ონკანის წყალი არ დალიონ. ის სასმელად მხოლოდ  გადადუღების შემდეგ გამოიყენონ. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში  მაგისტრალური მილსადენის და წყლის სამარაგო რეზერვუარების რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტის ფარგლებში რეზერვუარებში  სელექტორები შეიცვლება.

კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, რეკომენდაციები სწორედ აღნიშნულ პროცესს უკავშირდება.

 

4695

დღის ამბები