პარასკევი 21, სექტემბერი 2018

რატომ შეუცვალეს ბათუმში მაგნოლიებს ადგილმდებარეობა

14, დეკემბერი 2017 13:52:00

ბათუმის სხვადსხვა უბანში მაგნოლიის ხეები ამოიღეს და ის ბაქოს ქუჩაზე გადარგეს. მათ შორის ხეები წაიღეს ბაგრატიონის ქუჩიდან და საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან.

ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ძვირფასი მცენარეები ზღვისპირა ზოლში გადარგეს‘’თუ კი მაგნოლია ისეთ ადგილას იყო, სადაც არ ჩანდა ადგილმდებარეობა შევუცვალეთ, აქ გადმოვიტანეთ.  ლამაზად გამოიყურება. მსგავს შემთხვევში ვცდილობთ შევარჩიოთ ის ხეები, რომელიც არ ჩანს და დავრგათ იქ სადაც გამოჩნდება’’-  ამბობს ლევან ჭანუყვაძე.

ბაქოს ქუჩაზე სულ 16 ძირი მაგნოლია დარგეს. სამსახურის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ეს არის შედარებით ახალი ხეები, დაახლოებით ორი წლის წინანდელი. ძველ ტერიტორიებზე კი მოგვიანებით ახალი მცენარეები დაირგვება.