კვირა 16, დეკემბერი 2018

სამართალდამცველები სკოლის მოსწავლეს ეძებენ

11, დეკემბერი 2017 15:00:00

სამართალდამცველები  სკოლის მოსწავლეს ეძებენ. ქობულეთის რაიონული სამმართველოს მიერ მოწოდებული  ინფორმაციის თანახმად, 18 წლის  გოგი დოლიძე სახლიდან 7 დეკემბერს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. იგი არის დაახლოებით 175 სმ სიმაღლის, საშუალო აღნაგობის.

აქვს მოკლედ შეჭრილი შავი ფერის თმა. აცვია შავი ფერის ქურთუკი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და ლურჯი ფერის ჯემპრი. თუკი ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას გთხოვთ დარეკოთ ეკრანზე მითითებულ ნომრებზე : 577 28 67 32 ან 577 52 71 12.

1737

დღის ამბები