სამშაბათი 16, იანვარი 2018

მომავალ წელს მოჭადრაკეთა ტურნირის ჩატარება ხულოში იგეგმება

11, დეკემბერი 2017 11:00:00

საჭადრაკო კლუბმა ''ნონა'' ნორჩ მოჭადრაკეთა ტურნირს უმასპინძლა. პირველობისთვის 12 წლამდე ასაკის 43-მა მოჭადრაკემ სხვადასხვა კატეგორიაში იასპარეზა.  

ორგანიზატორების თქმით, ტურნირის მიზანი ხულოს სოფლებში მცხოვრები ბავშვებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის  ეროვნული სახლის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეებს შორის ურთიერთობის გაღრმავება არის. მომავალ წელს ტურნირის ჩატარება ხულოში იგეგმება.

576

დღის ამბები