პარასკევი 15, დეკემბერი 2017

უშაკოვის აგარაკის სახურავის გამოსაცვლელად ქობულეთის გამგეობამ თანხა ვერ მოიძია

07, დეკემბერი 2017 21:17:00

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს აგებული, გენერალ უშაკოვის სახლის სახურავი დაზიანებულია. ციხისძირში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მეპატრონეს, რომელსაც არ აქვს საჭირო ფინანსები რეაბილიტაციის ჩასატარებლად, დახმარებას ქობულეთის მერიას სთხოვს, თუმცა ამაოდ.

მუნიციპალიტეტის მთავრობა, როგორც ჩანს ძეგლების შენარჩუნებას პრიორიტეტად არ მიიჩნევს, ვინაიდან ამბობენ, რომ ამისთვის არც შესაბამისი პროგრამა აქვთ და არც თანხმები.