პარასკევი 15, დეკემბერი 2017

ტელეკომპანია ''იმედი'' - ''ლეოგრანდის'' საქმეზე გამოძიებამ სასტუმროს რამდენიმე თანამშრომლის პასუხისგებაში მიცემის გადაწყვეტილება მიიღო

07, დეკემბერი 2017 21:45:00

ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილ ხანძრის საქმეზე გამოძიებამ სასტუმროს რამდენიმე თანამშრომლის პასუხისგებაში მიცემის გადაწყვეტილება მიიღო - ინფორმაცია ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სავარაუდოდ სასტუმროს რამდენიმე თანამშრომელს ბრალს პროკურატურა რამდენიმე დღეში წაუყენებს. 

სასტუმრო" ლეოგრანდის " იურისტი აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება. დაკითხულია თანამშრომელთა დიდი ნაწილი, თუმცა ამ დრომდე არ დაკითხულა სასტუმროს მფლობელი. 

სასტუმროს იურისტის ინფორმაციით, "ლეოგრანდის" მენეჯმენტი შეხვდა გარდაცვლილების ოჯახის წევრებსაც. 

"ჩართული ვართ გამოძიების პროცესში. რაიმე ტიპის ინფორმაცია ბრალის წარდგენაზე ჩემთვის ცნობილი არ არის, ეს კითხვა პროკურატურას დაუსვით, რაც შეეხება გარდაცვლილების ოჯახებს, ჩვენ შევხვდით ადვოკატების შუამდგომლობით დაღუპულების ოჯახის წევრებს, იყო კომპენსაციაზეც საუბარი" - განაცხადა კახა წერეთელმა. 

სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 25 ნოემბერს გაჩნდა, შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 10 საქართველოს, ხოლო ერთი ირანის მოქალაქე. 

 გამოძიება 243 მუხლის 3 ნაწილით გრძელდება, რაც სახანძრო სისტემების გაუმართაობას გულისხმობს და სასჯელის სახით რვა წელს  ითვალისწინებს.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს ინფორმაციის შსს  გადამოწმებას.

შსს ინფორმაციას არ ადასტურებენ

 

6311