პარასკევი 15, დეკემბერი 2017

უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის ახალი ოფისი

07, დეკემბერი 2017 17:15:00

იურიდიული დახმარების სამსახურის ბიურომ 10 წლის საქმიანობა შეაჯამა. ორგანიზაცია მოსახლეობას უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს. კონსულტაციები ყველასთვის ხელმისაწვდომია.

უფასო საადვოკატო მომსახურებას კი სოციალურად დაუცველი ოჯახები ღებულობენ. საიუბილეო ღონისძიება 10 წლიანი მუშაობის სტატისტიკაც წარადგინეს.

ჯამში იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს 150 ათასი კონსულტაცია აქვს გაწეული, მათ შორის არის სისხლის სამართლის საქმეებზე გამამარლებელი განაჩენებიც. დღეს ბათუმში ბიუროს ახალი ოფისი ოფიციალურად გაიხსნა.
 

პრეზენტაციას იურისტები და ის მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომლებსაც უკვე გაეწიათ უფასო დახმარება. იურიდიული დახმარების სამსახურს, 2007 წლიდან მხარს ევროკავშირი უჭერს. 

249