პარასკევი 15, დეკემბერი 2017

ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს

07, დეკემბერი 2017 18:20:00

ფეხბურთის მსაჯის, ილო ტუღუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.  ტუღუში მსაჯი ეროვნულ მატჩებსა და მთავარ ლიგაში იყო.  

ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და  მკვლელობაზე საუბრობს. გარდაცვლილის მეუღლის და დედის თქმით, მომხდარი თანხასთანაა დაკავშირებული, ოჯახის წევრები კონკრეტულ პირებსაც ასახელებენ, ვისაც მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი ბოლოს შეხვდა.