პარასკევი 15, დეკემბერი 2017

საკრებულოს დეპუტატი:

07, დეკემბერი 2017 13:53:00

"პრინციპის საკითხია გამოძიებამ კითხვებზე გასცეს პასუხები და არ მიფუჩეჩდეს ეს საქმე" - განცხადა ქართველი მსაჯის, ილო ტუღუშის გარდაცვალების საქმეზე ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა კახა ასკურავამ 

საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ უამრავი კითხვაა საქმესთან დაკავშირებით და დასადგენია ეს თვითმკვლელობა იყო თუ მკვლელობა. 

"ოჯახი, რაიონი ითხოვს კონკრეტულ პასუხებს კითხვებზე. ამ მკვლელობას, თუ ეს მკვლელობაა, გამოძიება დაადგენს მკვლელობა მოხდა თუ თვითმკვლელობა, ქონდა მისი წინაპირობები. ძალიან ბუნდოვანი, რამაც კითხვები გააჩინა. 

ვინ იყო მოსული და რაზე ესაუბრებოდა აწ უკვე გარდაცვლილის, რაზე მიდიოდა კამათი და უკავშირდება თუ არა გურიის ბოლო თამაშს, სადაც გურიის გუნდი კიდევ ერთი საფეხურით დაქვეითდა. ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ საკუთარი ყურით გაიგონეს, რომ იყო საუბარი ფულზე და იყო კონფლიქტი. გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხები კითხვებს -  ვინ იყვნენ? რა ფულზე იყო საუბარი?- აცხადებს ასკურავა. 

მსაჯი ილო ტუღუში გუშინ, ღამით გარდაცვლილი ტყეში იპოვეს. ოჯახის წევრებს არ სჯერათ, რომ მან თავი მოიკლა. მეუღლე სამ კონკრეტულ პირს ასახელებს და აცხადებს, რომ მსაჯის ილო ტუღუშის გარდაცვალებამდე მას ეს კონკრეტული ადამიანები ეძებდნენ.  მეუღლის ინფორმაციით მსაჯს ორი ბათუმელი და ერთი ლანჩხუთის მკვიდრი  ფულს სთხოვდნენ. 

"გიორგი ინაიშვილი, ირაკლი ბახტაძე და ჯემალი ან ნუგზარი ჩხაიძე, დანარჩენი მოძებნეთ ბათუმსა და ლანჩხუთში. ვინ არიან არ ვიცი, გარეულები იყვნენ ფეხბურთში, აქ მოგვაკითხეს, რაღაც ფულზე იყო საუბარი. არ ვიცი რა უნდოდათ, თანამდებობები უნდოდათ და არ დასვა ჩემმა ქმარმა და სთხოვდნენ. მოვიდნენ და ეძებდნენ ჩემს ქმარს"  - აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე.

გარდაცვლილის დედა კი ამტკიცებს, რომ მის შვილი მოკლედ და სუიციდის ფაქტს ადგილი არ ქონია. 

ფეხბურთის ფედერაციამ დღეს გაავრცელა განცხადება და მზაობა გამოთქვა, ამ საქმეზე, საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებებთან