პარასკევი 15, დეკემბერი 2017

არაინფორმაციული სამთავრობო ვებგვერდები

17, ნოემბერი 2017 21:30:00

თვითმმართველობებში მერები შეიცვალა თუმცა, მუნიციპალიტეტების  ოფიციალურ ვებგვერდებზე სიახლეები ჯერ  არ ასახულა.  

რეგიონში სამთავრობო ინტერნეტგვერდებზე დღის პირველ ნახევარში ინფორმაციები ყოფილ გამგებლებსა და მის მოადგილეებზე იძებნებოდა. მდგომარეობა მას  შემდეგ შეიცვალა, რაც საკითხით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა.