პარასკევი 15, დეკემბერი 2017

მენტორ-მასწავლებელი

17, ნოემბერი 2017 21:27:00

აჭარას ერთადერთი მენტორ-მასწავლებელი ჰყავს და იგი სალიბაურის  მეორე საჯარო სკოლაში მუშაობს. ხათუნა ხალვაშმა  ეს წოდება 1 წელში მიიღო, რაც ამ გზის გასავლელად შეიძლება ითქვას, მცირე დროა.

რეგიონის ნომერ პირველი მასწავლებელი მიღწეულ წარმატებას არ ჯერდება და ფიქრობს, როგორ  გახადოს გაკვეთილები უფრო საინტერესო, განსხვავებული და მრავალფეროვანი.