პარასკევი 15, დეკემბერი 2017

ნივრის პროგრამა ვერ განხორციელდა

14, ნოემბერი 2017 21:28:00

მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა წელს ნივრის მიზნობრივ პროგრამაში ვერ ჩაერთვება, რადგან მას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ განახორციელებს. შესაბამისად მოსახლეობა ამ მრავალწლოვანი კულტურის მოსავლის გარეშე დარჩება.
 

მიზეზი უწყების მიერ გამოცხადებული და სამჯერ  ჩავარდნილი ტენდერია. პროგრამისთვის 624 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. ფერმერები ამ დრომდე ელოდებოდნენ სამინისტროს მიერ შეპირებულ ნერგებს.