პარასკევი 15, დეკემბერი 2017

წყლის ხარისხი

14, ნოემბერი 2017 21:34:00

ბათუმში სასმელ წყალში ნესტის ჭია აღმოაჩინეს ავტოსადგურის თანამშრომლებმა და დახმარებისთვის მოგვმართეს. შიშობენ, რომ წყალი მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. ,,ბათუმის წყალში”, რომელიც ზღვისპირა ქალაქში წყლის ხარისხზეა პასუხისმგებელი, მოსახლეობას არწმუნებენ, რომ საგანგაშო არაფერია.

ნესტის ჭია წყალს იქ გამოყვა, სადაც ჯერ კიდევ  წყლის მილები არ შეცვლილა და ისევ ძველი ქსელის აბონენტები არიან. ამიტომ ,,მთავარი” დაინტერესდა, როდის იგეგმება მოსახლეობის ახალ ქსელზე გადართვა. სიუჟეტის მოზმადების დროს ისიც გავარკვიეთ, რომ ხშირად მოქალაქეებს წყალი შეზღუდვით მიეწოდებათ.