შაბათი 18, ნოემბერი 2017

ხორცის რეალიზაცია ავტობუსის მოსაცდელში

14, ნოემბერი 2017 21:36:00

ხორცის რეალიზაციის დარღვეული სტანდარტები. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა დღეს გასაყიდად გამოტანილი ხორცი ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში ღია ცის ქვეშ, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაზე დააფიქსირა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინონ მსგავს ვითარებაში ხორცპროდუქტები, რადგანაც იგი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. უწყების კონტროლს მიღმა დარჩენილი თვითნებურად მოწყობილი ბაზრები.