შაბათი 18, ნოემბერი 2017

ბათუმში ახალგაზრდას სცემეს

14, ნოემბერი 2017 21:38:00

ბათუმში, ახალგაზრდა კაცს სასტიკად სცემეს.  ფაქტზე კი საქმე არ აღძრულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაზარალებულს პოლიციისთვის არ მიუმართავს. არადა თვითმხილველების თქმით, მომხდარს პოლიციელები შეესწრნენ. მათივე ინფორმაციით, იქვე იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. გვიყვებიან, რომ   ინციდენტში 7 პირი იყო ჩართული.

შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. მოქალაქეები მსგავსი ინციდენტების პრევენციის მიზნით სამართალდამცველების მხრიდან ყურადღებას ითხოვენ.