შაბათი 18, ნოემბერი 2017

3 ათას 634 საარჩევნო უბანზე, ხმების დათვლის პროცედურა იწყება.

21, ოქტომბერი 2017 20:01:00

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ამ წუთებში, 3 ათას 634  საარჩევნო უბანზე, ხმების დათვლის პროცედურა იწყება.  ცესკოს 17 საათის მონაცემებით, რეგისტრირებული 3 მილიონ 440 ათას 123 ამომრჩევლიდან, საკუთარი არჩევანი 36 მთელი 71 მეასედმა პროცენტმა გააკეთა, რაც შეეხება აჭარას, ცესკოს მონაცემებით, 17 საათისთვის, რეგიონში ხმა 36-მა პროცენტმა   მისცა.

ყველაზე პასიური ამომრჩეველი დღეს ბათუმში იყო, აქ 17 საათისთვის ხმა 29 პროცენტმა მისცა, ყველაზე აქტიური კი ქედის ამომრჩეველი აღმოჩნდა, სადაც საკუთარი არჩევანი ამომრჩევლების 52.3-მა პროცენტმა მისცა. 47 პროცენტი დაფიქსირდა ხულოში, 35.3 ხელვაჩაურში,  49.7 შუახევში, ხოლო ქობულეთში 39.6 მეათედი პროცენტი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არის ცესკოს მიერ 17 საათზე გამოქვეყნებული მონაცემები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცედურა მთელი დღის განმავლობაში, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. პროცედურულ დარღვევებზე ამახვილებენ ყურადღებას სადამკვირვებლო ორგანიზაციები, თუმცა ამბობენ, რომ ძირითადად პროცესი მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე მიმდინარეობდა. 

413