შაბათი 18, ნოემბერი 2017

ზონალური საბჭო

19, ოქტომბერი 2017 21:09:00

გიორგი ერმაკოვთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართეს დღეს საზოგადოება “ბათომის” წევრებმა. კულტურული მემკვიდრეობის და ძველი ბათუმის ისტორიული იერ-სახის დამცველები, რეგიონის ხელისუფლებას მოუწოდებენ არ გაიცეს ნებართვა მაზნიაშვილის ქუჩაზე, ისტორიული სახლის დანგრევისა და ახლის მშენებლობის თაობაზე.

ამბობენ, რომ იკვეთება კორუფციული გარიგება და ამ ფორმით საზოგადოების ინტერესები ითელება. აცხადებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის საბჭო, არაკომპეტენტური, არაკვალიფიციული კადრებითაა დაკომპლექტებული. მათივე ინფორმაციით, ზურაბ პატარაძის დავალების საფუძველზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მემკვიდრეობის საბჭოს ცვლილების რამდენიმე ვარიანტი მოამზადა, თუმცა ის არ განუხილავთ.