ხუთშაბათი 23, ნოემბერი 2017

ჩამორთმეული  საკუთრება  და  სასამართლო  დავები

12, ოქტომბერი 2017 21:25:00

კიდევ ერთი დავა, ამჯერად ხელვაჩაურის მიწის აღიარების კომისიას ეხება. თუმცა მისი აღსრულება ბათუმის მერიას მოუწევს. საუბარია ახალი ბულვარის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მოქალაქე ნუგზარ ფაღავას 2007 წელს დაუკანონეს, 2008-ში კი ჩამოართვეს.

“მითხრეს, რომ ეს მიწა უნდა დამევიწყებინა” – ყვება დაზარალებული. მიზეზად კომისიას მიწის  მდებარეობა ჰქონდა დასახელებული, რომ ტერიტორია ტურისტული განვითარების ზონაში იყო მოქცეული, სწორედ სუსტი დასაბუთებით განმარტა დღევანდელი გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ და კომისიის ოქმი ბათილად ცნო.