შაბათი 21, ოქტომბერი 2017

ჩინეთში 647 მილიარდერი ცხოვრობს

12, ოქტომბერი 2017 18:18:00

ჩინეთის უმდიდრეს მოქალაქედ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია  "ჩაინა ევერგრეიდ გრუპ"-ის ხელმძღვანელი სუი ძიანია. მისი ქონება 43 მილიარდ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული.  

ჩინურმა კვლევითმა ორგანიზაციამ  ჩინეთის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგი გამოაქვეყნა.  მეორე ადგილზე  ტელესაკომუნიკაციო კომპანია "ტენსენტ"-ის დამფუძნებელი პონი მასია.   მისი ქონება 37 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. უმსხვილესი ჩინური ინტერნეტ-კომპანია  "ალიბაბა გრუპის" დამფუძნებელი  ჯეკ მა  წელს მეორედან  მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა.  ბოლო წლის განმავლობაში მისი ქონება 2 პროცენტით შემცირდა.  

261

დღის ამბები