პარასკევი 15, დეკემბერი 2017

ლაშა დეკანაძის სასამართლო პროცესი

12, ოქტომბერი 2017 18:24:00

ამ წუთებში 11-12 მარტის აქციებში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირის, ლაშა დეკანაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ის სამართალდამცველები დაიკითხა რომელმაც დეკანაძე თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა.

ვაჟა ინაიშვილმა პროცესზე თქვა, რომ დეკანაძე იმ დროს დააკავა როცა პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ისროლა თუ არა დეკანაძემ ქვა აქციის დროს, მოწმე ამბობს, რომ ეს მას არ დაუნახავს, თუმცა  დეკანაძის მიერ ამ ქმედების ჩადენას  არც გამორიცხავს.