პარასკევი 15, დეკემბერი 2017

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია

12, ოქტომბერი 2017 18:27:00

რამდენიმე საათში თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში ოფიციალურად დაიხურება. ორი დღის განმავლობაში რიგით მე-11 ღონისძიებაზე საქართველოს მხარდამჭერი არაერთი განცხადება გაკეთდა.

მონაწილეებმა ისაუბრეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და რეგიონის უსაფრთხოებაზე.  ამ დრომდე გრძელდება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.