ორშაბათი 11, დეკემბერი 2017

‘’ციტრუსის ბაღებში ფაროსანას აღმოჩენის შემთხვევაში, პესტიციდები გამოიყენეთ’’ - სურსათის ეროვნული სააგენტო

12, ოქტომბერი 2017 21:00:00

სურსათის ეროვნული სააგენტო მეციტრუსეებს მიმართავს, რომ ბაღებში აზიური ფაროსანას აღმოჩენის შემთხვევაში, პესტიციდები გამოიყენონ. უწყების წარმომადგენლები პრეპარატით წამლობითი ღონისძიების ჩატარების წესებსაც  განმარტავენ.

კერძოდ,  ფერმერებმა  აუცილებლად უნდა დაიცვან „ლოდინის პერიოდი“, რაც შემდეგში მდგომარეობს:  იმისათვის, რომ მავნე ნივთიერებების პროდუქციაში დაგროვება არ მოხდეს, ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე 21 დღე უნდა გავიდეს,   1 ლიტრი  პრეპარატი კი 2 ჰექტარი ტერიტორიის დასამუშავებლად უნდა გამოიყენონ.

„აზიური ფაროსანა მისი ბიოლოგიიდან გამომდინარე ზამთრობისთვის ემზადება. მწერისთვის ახლა კვების ბოლო სტადიაა. დარჩენილია მწიფე სუბტროპიკული კულტურები, მათ შორის ციტრუსი, რომლის დაზიანებაც აზიურ ფაროსანას მარტივად შეუძლია. აუცილებელია ამ კულტურების შეწამვლა. დაცული უნდა იყოს ლოდინის პერიოდი, რომელიც ციტრუსის შემთხვევაში 21 დღეს შეადგენს. ანუ ბოლო წამლობიდან მის აღებამდე სამი კვირა უნდა გავიდეს გავიდეს“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ.

1084

დღის ამბები