ხუთშაბათი 14, დეკემბერი 2017

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული

24, სექტემბერი 2017 15:15:00

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. მრევლს მთელი დღის განმავლობაში შეეძლება წმინდა ნაწილების მოლოცვა.

ხვალ კი, ქეთევანობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა ნაწილებს კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს ყველა ეპარქიას მოივლის. წმინდა ნაწილები საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში დარჩება.

396

დღის ამბები