ხუთშაბათი 21, სექტემბერი 2017

“სატრანსპორტო დერეფანი 2017”-საერთაშორისო კონფერენცია

14, სექტემბერი 2017 15:15:00

ბათუმი საერთაშორისო კონფერენცია “არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2017”-ს მასპინძლობს.  კონფერენციაში ის კომპანიები მონაწილეობენ,  რომლებიც ნავთობისა და სატრანსპორტო -ლოჯისტიკური მიმართულებით მუშაობენ, ასევე ნავთობგადამამუშავებელ და საწვავის მომხმარებელ ქვეყნებს წარმოადგენენ.

განიხილავენ ეკონომიკური კრიზისის პირობებში  აზერბაიჯანი-საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის ახალ ტვირთებსა და პერსპექტივებს,  ტვირთბრუნვის  დინამიკის რეფორმაციას კასპიის - შავი ზღვის რეგიონში. კონფერენცია ბათუმში მეოთხედ ტარდება და მასში 15-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე დელეგატი მონაწილეობს.

228