კვირა 19, ნოემბერი 2017

ორთვიანი პატიმრობა საზღვრის გადაკვეთისთვის

14, სექტემბერი 2017 15:20:00

ლვოვის რაიონულმა სასამართლომ სასაზღვრო პუნქტ „შეგინის“ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. იმ შემთხვევაში თუ დაკავებული გირაოს გადაიხდის, ის გათავისუფლდება.

მას ბრალად ედება უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე მოქალაქეების  უკანონო გადაყვანა, ხელისუფლების ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება. 

445